პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული სამხედროების ოჯახებს უსამძიმრებს

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 11:39

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს:

"შემძრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში შირგაზას ბაზაზე მომხდარმა თავდასხმამ. ჩვენი გმირი ბიჭების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის მოსმენა ჩემთვის ძალიან მძიმეა და მჯერა, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის. მათ საქართველოსა და ჩვენი შვილების მომავალს შეწირეს თავი.

ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და გულწრფელად ვიზიარებ მათი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს. ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ვაჟკაცები ჰყავს.

მე-4 ბრიგადის 42 ბატალიონის სამხედროები - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა - ამ ბიჭების სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენი ისტორიის ფურცლებზე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები.

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, თანამებრძოლებსა და მთელ ქართველ ერს. მინდა დაგარწმუნოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ხსოვნას სათანადოდ მივაგოთ პატივი".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45