„ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ“ კონფერენციას კახა კალაძე გახსნის

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 19:40

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მხარდაჭერილი „ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტი“ (HIPP) საქართველოს ჰიდროენერგეტიკის  კერძო სექტორის განვითარების მიზნით, 15-16 მაისს აწყობს ორდღიან კონფერენციას - „ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის შესახებ“. კონფერენციას გახსნიან საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტი“ (HIPP), რომელსაც ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“, ეხმარება საქართველოს მთავრობას კერძო ინვესტიციების მოზიდვაში თანამედროვე, მდინარის მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. საერთაშორისო ინვესტიციების ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით HIPP-მა საქართველოს მთავრობას შესთავაზა ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელი (GEMM 2015), რომელიც 2015 წლისთვის უნდა შევიდეს ძალაში და რომლის განხორციელებას ენერგეტიკის სამინისტრომ 2013 წლის იანვარში მოაწერა ხელი. ახალი საბაზრო მოდელის მიხედვით საქართველოში არსებულ, მათ შორის, ახლად აშენებულ ჰესებს ექნებათ ელექტროენერგიის გაყიდვის რეალური შესაძლებლობა თურქეთისა და აღმოსვლეთ ევროპის კონკურენტულ ბაზრებზე, რაც სექტორში ინვესტიციების ზრდის მასტიმულირებელი იქნება.

„ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის“ კონფერენცია ტარდება უშუალოდ რეგიონალური ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის. კონფერენცია მიზანად ისახავს ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიით ვაჭრობის ხელშეწყობას რეგიონში ელექტროენეგიის მყიდველებისა და გამყიდველების, აგრეთვე, ბაზრის სხვა მონაწილეების გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარების საშუალებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45