მიწის საკადასტრო სტანდარტებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 19:15

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის და შვედეთის განვითარების სააგენტოს Lantmateriet-ის პროექტის ორგანიზებით, 14 მაისს, 10:30 საათზე, გაიმართება შეხვედრა თემაზე „მიწის საკადასტრო სტანდარტები და GEO-CORS სისტემა საქართველოში“.

სემინარს დაესწრება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკა კერესელიძე, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, თავდაცვის სამინისტროს, მერიის და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. ასევე უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი კერძო კომპანიების ხელმძღვანელები.

სემინარზე განიხილავენ საკადასტრო სტანდარტების შექმნასთან და ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტთან – GPS სადგურების ანუ უწყვეტი, მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების ქსელთან (CORS) დაკავშირებულ საკითხებს.

საჯარო რეესტრი 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს საკადასტრო მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გეოდეზიის სფეროს განვითარებასა და საკადასტრო სტანდარტების შექმნაზე.

საკადასტრო სტანდარტების შექმნის პირობა ეროვნული ბადის ფუნქციონირება და CORS სისტემის შექმნის აუცილებლობა იყო, რაც 2010-2011 წლებში საჯარო რეესტრში წარმატებით განხორციელდა და ამჟამად შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს.

Geo-CORS პროექტი შესაძლებლობას იძლევა ქვეყანაში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს მიწის კადასტრის წარმოება. სისტემის გამოყენებით მიწის საამზომველო სამუშაოების შესრულება მაქსიმალური სიზუსტით, დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობით არის შესაძლებელი, რაც ხელს უწყობს მშენებლობის დაგეგმარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, საამზომველო კომპანიების საქმიანობის გაუმჯობესებას და სხვ.

სემინარზე შვედი ექსპერტები, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამებენ Geo-CORS–ის განვითარებისთვის დაგეგმილ საქმიანობებს; განიხილავენ საქართველოში გამოყენებულ საკადასტრო სტანდარტებს, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

სემინარი ორგანიზებულია Sida-ს მიერ დაფინანსებული, შვედეთის მიწის რეგისტრაციის, კადასტრისა და კარტოგრაფიის ეროვნული სააგენტოს (Lantmateriet) პროექტის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება და გაუმჯობესებული მომსახურება“ მიერ

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53