ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც მარგველაშვილს თავის გონებაში პრეზიდენტად წარმოიდგენს - გიორგი ვაშაძე

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 19:14

გიორგი მარგველაშვილი სრულიად განსხვავებული თვისებების მატარებელია, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს,  - ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ "ჯეონიუსთან" საუბრისას  კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის შანსები.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი "ქართული ოცნების" დროებითი კანდიდატია და არჩევნებამდე კოალიციის საპრეზიდენტო კანდიოდატად სხვა კანდიდატურას უნდა ველოდეთ.

"ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მარგველაშვილის ჩანაცვლება უფრო ადილი იქნება ვიდრე თუნდაც ალსანია დაესახელებინა და შემდეგ შეეცვალა აზრი. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი დაელოდება ზოგადად მოვლენების განვითარებას, იმას, თუ ვინ დააყენებს კანდიდატურას, მათ შორის, ირაკლი ალასანია დამოუკიდებლად წამოაყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას საპრეზიდენტო პოსტზე და ამის შემდეგ მიიღებს კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას",  - განაცხადა ვაშაძემ.

აქვე გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" სახელით კენჭი თავად პრემიერ-მინისტრმა იყაროს.

                                                                                                          მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52