თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 18:32

თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. ტურნირი 1998-2000 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა. ტურინირში მონაწილეობა მიიღეს 300-მდე სპორტსმენმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 მასში მონაწილეობდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდებიც. ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო. აფხაზეთის ღია პირველობა თავისუფალი ჭიდაობის პოპულარიზაციას და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას ისახავს მიზნად.

ტურნირი 10-12 მაისს თბილისის საჭიდაო კომპლექსის დარბაზში მიმდინარეობდა. შეჯიბრის ფინალური შეხვედრებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ვახტანგ ყოლბაიამ თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54