„დედამიწის საათი 2013 საქართველოს“ ფოტოკონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება ხვალ გაიმართება

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 18:28

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შენობაში სამშაბათს, 14 მაისს, 11:30 საათზე, „დედამიწის საათი 2013 საქართველოს“ ფარგლებში გამართული ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.

 ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.

 გამარჯვებული ფოტოგრაფები მიიღებენ სამახსოვრო პრიზებს წლევანდელი დედამიწის საათის საქართველოს აქციის ორგანიზატორებისგან - სასტუმროების ქსელი „შერატონი“, ბილაინი, ახალი ნათება, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელი (CENN) და გაზეთი Georgia Today.

 გარდა ამისა, ხუთივე გამარჯვებულს მიეცემა შესაძლებლობა მოინახულოს საქართველოს დაცული ტერიტორიები და კიდევ უფრო მეტი განსაცვიფრებელი ფოტო და ვიდეო გადაიღოს, რასაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფენ.

 ფოტოკონკურსი „დედამიწის საათის საქართველოში“ გამოცხადდა საქართველოში „დედამიწის საათის“ შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. დედამიწის საათის ფარგლებში 23 მარტს ფოტოკონკურსის მონაწილეებმა გადაიღეს საკვანძო შენობების ფოტოები ელექტროგანათების ჩაქრობამდე და მისი ჩაქრობის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45