თამარ ჩერგოლეიშვილს აინტერესებს, როდის მოუხდის ივანიშვილი ბოდიშს ნაციონალურ მოძრაობას ცილისწამებისთვის

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 19:42

ღარიბაშვილი შევაქეთ და სწორადაც მოვიქეცით, - ასე გამოეხმაურა  ჟურნალ  ”ტაბულას”  მთავარი  რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი შს მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის დაკავებას facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თუმცა, ჩერგოლეიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრთან გარკვეული კითხვები აქვს.

"ღარიბაშვილი შევაქეთ და სწორადაც მოვიქეცით - მერე რა, რომ გამოუვალ ვითარებაში იყო, მაინც მისასალმებელია, რომ მისი პირველი მოადგილე დააკავა. დაველოდოთ, სასჯელი რამდენად ადეკვატური იქნება. მაგრამ რჩება კითხვები:

1. რა ელის ნაცვლიშვილს და ხუხაშვილს? რის საფუძველზე ასკვნის მინისტრი, რომ მათ არ ჰქონიათ შეხება კადრების გავრცელებასთან?

2. რატომ უწოდებს მინისტრი ცილისწამებას ფარესიშვილის ბრალდებებს მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ კვერცხის ბიზნესში "რაღაც ხდება"?

3. როდის მოუხდის ივანიშვილი ბოდიშს ნაციონალურ მოძრაობას ცილისწამებისთვის და როდის დადებს საჯარო  პირობას, რომ საკუთარ სიტყვებს მეტი სერიოზულობით მოეკიდება და ენას კბილს დააჭერს ხოლმე, როცა საჭიროა?

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არაადეკვატური იყო ანდრო ბარნოვის გუშინდელი განცხადება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს გამორჩა, რომ დადებითად შეეფასებინა შსს მინისტრის პირველი მოადგილის დაკავების გადაწყვეტილება. ეს ცუდია ორი მიზეზის გამო:

1. იმისთვის რომ ხალხმა დაგიჯეროს, უნდა იყო თანმიმდევრული - კარგზე კარგი თქვა, ცუდზე - ცუდი.

2. ცხადია, რომ მოსახლეობის კრიტიკულმა უმრავლესობამ მინისტრის ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასა. (კრიტიკულ უმრავლესობაში, კრიტიკოსებს არ ვგულისხმობ - ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრს, შორენა შავერდაშვილს და შესაძლოა სხვებსაც ამ სიტყვათა კომბინაციის მნიშვნელობა არ ესმით და შესაბამისად, განმარტება ესაჭიროებათ). პოლიტიკოსი კი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ მოსახლეობის განწყობასთან შესაბამისობაში იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს განწყობა სამართლიანია" - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51