თავდაცვის სამინისტროში ადოლფ კარლსონის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 18:04

თავდაცვის სამინისტროში CUBIC-ის თავდაცვის ჯგუფის პროგრამის მენეჯერის ადოლფ კარლსონის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. გამოსათხოვარ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში ადოლფ კარლსონის როლზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მთავრობის სახელით მიუსამძიმრა და ტრადიციის თანახმად, დაკეცილი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) წარმომადგენელმა დეივ პრუმ ამერიკელი მრჩევლის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.

ცერემონიას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, CUBIC-ის თავდაცვის ჯგუფის წარმომადგენლები და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.

ადოლფ კარლსონი 2011 წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო–საშტაბო სკოლის ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის უფროსი იყო. ის საქართველოში 2007 წლიდან იმყოფებოდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა სფეროში უწევდა დახმარებას. ადოლფ კარლსონი აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი იყო. სამხედრო სფეროში შექმნილი ოცდაათწლიანი კარიერის შემდეგ, მან აქტიური სამხედრო სამსახური დაასრულა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო სკოლებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გააგრძელა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45