თავდაცვის სამინისტროს საჯარო კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 17:56

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად  შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის დაგეგმვის  სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრებებით დაიწყო. საჯარო კონკურსის მესამე ეტაპი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და საბოლოო შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

საჯარო კონკურსის მესამე ტურში 77 კონკურსანტი მონაწილეობს, რომლებიც მეორე ტურის შედეგად გამოვლენილ 298 აპლიკანტთაგან შეირჩნენ.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები არიან თავდაცვის სამინისტროს იურიდიული და ადამიანური მართვის დეპარტამენტების, ასევე მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო ოფისის 11 ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო კონკურსი მიმდინარე წლის 20 მარტს გამოაცხადა. კონკურსის პირველი ეტაპი საკმაოდ მაღალი აქტივობით წარიმართა. 11 ვაკანტურ ადგილზე 2406 განაცხადი შემოვიდა. მათგან 298 აპლიკანტი კი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა მიმართებაში აპლიკანტთა რეზიუმეების გადარჩევით შეირჩა და მეორე ეტაპზე - ტესტირებაზე გადავიდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54