შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში მის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 16:38

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისა და ლეიბორისტული პარტიის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთობლივი კანდიდატია და მას რეალური ოპოზიცია ერთიანი ძალით უნდა დაუპირისპირდეს.

ლეიბორისტების ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში "ნაციონალურ მოძრაობას" არ მოიაზრებს. მისი თქმით, დადგება დრო, როცა "ნაციონალები" და "ქართული ოცნების" წევრები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55