"ეროვნული ფრონტი" სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესის ტირაჟირებას და პროპაგანდის აკრძალვას ითხოვს

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 15:55

ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" პარლამენტის წინ აქციას გამართავს. ორგანიზაცია 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაგეგმილ აქციას გააპროტესტებს და ხელისუფლებისგან კანონპროექტის მიღებას მოითხოვს.

 "პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციას გავმართავთ და ხელისუფლებას მოვუწოდებთ მიიღოს კანონპროექტი, რომლითაც მსგავსი ხასიათის აქციების ჩატარება აიკრძალება და აიკრძალება სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესის ტირაჟირება და პროპაგანდა. ჩვენ ვებრძვით ცოდვას და არა ადამიანებს, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული არიან ქართველი იუნკრები, არ შეიძლება მსგავსი ხასიათის აქციების ჩატარება", -განაცხადა "ჯეონიუსთან" ეროვნული ფრონტის თავმჯდომარემ, ევგენი მიქელაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" 17 მაისს თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მდუმარე აქციისსა და ფლეშ-მობის გამართვას გეგმავენ.

აქციის მონაწილეები ლგბტ საზოგადოების დისკრიმინაციის ფაქტებს გააპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55