ალექსი პეტრიაშვილი ევროპის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 15:48

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში ევროპის ვაჭრობის, კომერციისა და მრეწველობის ეკონომიკური პალატის წარმომადგენლებს მთავრობის კანცელარიაში შეხვდა. 

დელეგაციაში ევროპის ეკონომიკური პალატის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი ვუგარ რამაზანოვი, ვიცე-პრეზიდენტი ილგარ ალიევი და საბჭოს სპიკერი კარიმ ალირზაიევი შედიან. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც საქართველოში ევროპის ვაჭრობის, კომერციისა და მრეწველობის ეკონომიკური პალატის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს წარმომადგენლობის მიზნები და ამოცანები გააცნეს.

საქართველოში ევროპის ვაჭრობის, კომერციისა და მრეწველობის ეკონომიკური პალატის დელეგაციის ვიზიტის მიზანი ევროპის წამყვანი ბანკებიდან შეღავათიანი კრედიტების მიღება და ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან ახალი ბიზნეს პარტნიორების მოძიებაა. დღესვე, ალექსი პეტრიაშვილი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევროპის ვაჭრობის, კომერციისა და მრეწველობის ეკონომიკური პალატის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53