შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6-მა პირმა თბილისს პარაპლანით გადაუფრინა

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 15:07

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6-მა პირმა თბილისს გადაუფრინა. თბილისის ზღვაზე გამართული აქციის ფარგლებში, ეტლით მოსარგებლე ადამიანებმა პარაპლანით ჰაერში რამდენიმე წუთი გაატარეს.

"ახალგაზრდული კავშირი თანაბარი უფლებებისთვის’’ განმარტავს, რომ ღონისძიების მიზანი საზოგადოებას შეუზღუდავი შესაძლებლობების ჩვენებაა. აქციის გენერალური სპონსორი "თეგეტა მოტორსი’’ კი ამ აქციით ყველა ეტლით მოსარგებლე ადამიანს სოლიდარობას უცხადებს. ღონისძიების ორგანიზატორი, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე საზოგადოებას ამ ადამიანების თანადგომას სთხოვს.

აქციის გენერალური სპონსორი "თეგეტა მოტორსი’’ კი ამ მოძრაობის მხარდაჭერისკენ სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ინტეგრირება საზოგადოებაში და ჩვენ მოვუწოდებთ სხვა კომპანიებსაც, აუცილებლად მხარი დაუჭირონ ამ მოძრაობას, რადგან მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა არის უპირველესი’’- აცხადებს "თეგეტა მოტორსის’’ პიარ-მენეჯერი იანა ველენგურსკაია.

ეტლით მოსარგებლე ადამიანების პარაპლანით ფრენა ამიერკავკასიაში პირველად განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45