საგარეო უწყება თურქეთში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 15:01

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას მიმდინარე წლის 11 მაისს თურქეთ-სირიის საზღვარზე, ჰატაის პროვინციაში მომხდარი აფეთქებების გამო, რის შედეგადაც დაიღუპა 46 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს მსგავსი ფაქტების გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება და ამავდროულად, საფრთხე ექმნება რეგიონის სტაბილურობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

თურქეთ-სირიის საზღვარზე, ჰათაის პროვინცია ქალაქ რეიხანლიში, მუნიციპალიტეტისა და ფოსტის შენობებთან განხორციელებული აფეთქებების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასზე მეტი მძიმედ დაშავდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52