საგანგებო სიტუაციების სამსახური აპოლიტიკური და კარგად დაფინანსებული უნდა იყოს - ზაზა გაბუნია

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 14:18

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახური აპოლიტიკური და კარგად დაფინანსებული უნდა იყოს.

 ეს განცხადება დეპუტატმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელ თემურ გიორგაძესთან, საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"არსებობს გარკვეული შეკითხვები და ეჭვები, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური სხვადასხვა დროს წინა ხელისუფლების მიერ გამოყენებული იყო პოლიტიკური ამოცანებისთვის. ამას ბატონი თემური უარყოფს და სამომავლოდაც გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას. მე მივესალმები ამას და ვართ მზად გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ამ სამსახურს ჰქონდეს კარგი მატერიალურ ტექნიკური ბაზა, ჰყავდეს მაღალი დონის პროფესიონალები იმისთვის რომ საგანგებო სიტუაციებდი დაცული იქნას ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე და საკუთრება", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ გადასახედია საგანგებო სიტუაციების ოფისების საკითხი და შესაძლებელია გაჩნდეს დამატებითი ლოკალური ცენტრები, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად იქნას გაწეული მომსახურება მოსახლეობისთვის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55