სრულიად შესაძლებელია, ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 14:01

საზოგადოებისათვის ნამდვილად მოულოდნელი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება, - აცხადებს კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი.

 

ლილუაშვილის თქმით, თუ რამდენად ძლიერი ან სუსტი პრეზიდენტობის კანდიდატია გიორგი მარგველაშვილი,  ამას წინასაარჩევნო პროცესები დაგვანახებს.

"რამდენად დიდია მარგველაშვილს მიმართ მხარდაჭერა და რა შანსები აქვს მას არჩევნებში გამარჯვების, მის მიმართ საზოგადოების მხრიდან გამოხატული რეაქციის მიხედვით სულ ცოტა ხანში ვნახავთ. ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია ამომრჩეველმა მესამე ძალის წარმომადგენელს ან სულაც დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი და არა უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატს, რადგან საზოგადოებაში არის მოთხოვნა ქვეყნის პრეზიდენტი იყოს არა სუსტი არამედ ძლიერი პოლიტიკური ფიგურა", - აცხადებს დავით ლილუაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53