გიორგი კოდუას თანადამფუძნებლები სინგაპურელი ინვესტორები ხდებიან

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 13:50

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ინვესტორთა ჯგუფი გამოჩნდება. ავიაკომპანია „ეარ კავკასუსის“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა სინგაპურიდან ერთერთი მსხვილი ინვესტორთა ჯგუფის შემოყვანას გეგმავს.

 

როგორც გიორგი კოდუა აცხადებს, სინგაპურელი ინვესტორები ავიაკომპანია „ეარ კავკასუსში“ როგორც თანადამფუძნებლები ისე შემოვლენ.

ივნისის თვიდან ფრენები განხორციელდება სტამბული, აქტაუ, ალმაატა, მოსკოვი, პეტერბურგის და უკრაინის რეგიონების მიმართულებით.

მისივე განცხადებით, ავიაკომპანია „ეარ კავკასუს“ ლინზიგის წესით ეყოლება 20 -მდე თვითფრინავი.

„ერთი და ორი თვითფრინავი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფრენები განახორციელო ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ იქმნება პრობლემები ფასების მიმართაც და ფრენების ხარისხის მიმართულებითაც. „A Sonic group“ -ის მენეჯმენტმა სურვილი გამოთქვა იმუშაოს ჩვენთან ერთად. აღნიშნული პროცესი თავისთავად ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას, ავიაკომპანიის ფინანსურად ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებაზე აისახება",  - აცხადებს გიორგი კოდუა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45