იმიტირებულ სასამართლო პროცესში გამარჯვებული გუნდის წევრები სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაივლიან

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 11:48

თბილისის საქალაქო სასამართლოში თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის იურიდიული ფაკულტეტის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით, ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.

იმიტირებული სასამართლო სხდომები სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, სახელშეკრულებო, ვალდებულებით და სანივთო სამართალში გაიმართა.

სულ პროექტში მონაწილეობისათვის 70-მდე გუნდი დარეგისტრირდა. იმიტირებული პროცესების ნახევარფინალში გამარჯვებული 2 გუნდიდან, კი დღეს ფინალურ სასამართლო სხდომაზე სეზონის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პროექტში გამარჯვებული გუნდის წევრები ანა ონაშვილი, ხატია ქვრივიშვილი და ნინო ჯალაღონია სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გაივლიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53