სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 12:32

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ის ფიქრობს მონაწილეობის მიღებას საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის, როგორც აცხადებს, საზოგადოების რეალური მხარდაჭერა სჭირდება. 

მისივე თქმით, მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს სრულიად საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ქართველი და  ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. 

"უახლოეს პერიოდში მივიღებ გადაწყვეტილებას. თუ რეალურად მექნება ხალხის მხარდაჭერა და ვიქნები საზოგადოებისთვის მისაღები, საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის სახელდებოდა, თუმცა პრემიერმა არჩევანი გიორგი მარგველაშვილზე შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45