ივანიშვილმა გაწირა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი კადრი, დანარჩენების დანაშაულის დაფარვის მოზნით - ანდრო ბარნოვი

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 11:53

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც პრემიერს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრალდებების მთავარი ფიგურანტები პრემიერთან განსაკუთრებით დაახლოებული პირები - ნაცვლიშვილი და ხუხაშვილი არიან:

 "გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა, პრემიერ მინსტრმა, ყოველგვარი აპელირების გარეშე, პირდაპირ ხელი დაადეს ნაციონალურ მოძრაობას და განაცხადეს, რომ კადრები ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ იყო ჩაწერილი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მიერვე იქნა გამოქვეყნებული. ალბათ გახსოვთ, რომ პრემიერი, ჩვეულ სტილში, დაცინვით ჟურნალისტს, რომელმაც კითხვის დასმა გაუბედა.

ბუნებრივია, საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა პრემიერის ეს მიდგომა და სწორედ საზოგადოების ზეწოლა და ნაციონალური მოძრაობის აქტივობა გახდა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც დღეს მთავრობას უწევს, რომ იმიჯის შენარჩუნების მიზნით გარკვეული მსხვერპლი გაიღოს.

უნდა ითქვას, რომ პრემიერმა პირდაპირ იცრუა, როდესაც მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობა. მისი რეაქცია გვიჩენს ეჭვს, რომ ის პირადაც იყო ინფორმირებული აღნიშნული კადრების გავრცელების დეტალების შესახებ, და მეტიც, დაინტერესებულიც კი იყო რეალობის დაფარვაში.

ამ ეჭვს გვიძლიერებს ის გარემოება, რომ თავად ფარესაშვილი კორუფციის უმძიმესი ფაქტების შესახებ ამხელდა პრემიერთან განსაკუთრებით დახლოებულ ორ პირს, ლაშა ნაცვლიშვილს და გია ხუხაშვილს.

ხოლო ჟურნალისტ ელისო კილაძისგან ვიცით, რომ მას მოეპოვებოდა ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ ემუქრებოდნენ მაღალჩინოსნები ფარესაშვილის მეგობარს ჩანაწერების გამოქვეყნებით და ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა:

ჩანაწერის გამოქვეყნების ბრალი მართლაც მხოლოდ ხვედელიძის კისერზე რომ იყოს, რა ვუყოთ ფარესაშვილის იმ ბრალდებებს, რის გამოც ხვედელიძემ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა?

ეს ბრალდებები რომ უსაფუძვლო ყოფილიყო, ალბათ არც ხვედელიძე გამოაქვეყნებდა კადრებს და მეორეს მხრივ ფაქტია, რომ ფარესაშვილის ბრალდებაში ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი პირველ რიგშები ფიგურირებდნენ.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილმა უბრალოდ გაწირა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი კადრი, რომ დანარჩენების დანაშაული დაეფარა.

ასევე მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერმა პირდაპირ იცრუა და სცადა, შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება. მან სცადა, სიცრუეში გვაცხოვროს, სწორედ ისე, როგორც ძალიან ხშირად თვითონ აბრალებს ხოლმე ოპონენტებს.

რომ შევაჯამოთ, ჩვენი აზრით, დღეს მთავრობა მხოლოდ სახის შენარჩუნებისათვის იჭერს ერთ-ერთ ჩინოვნიკს. თუ მთავრობის მიზანი ობიექტურობაა, მაშინ მოვუწოდებთ მათ, რომ გამჭვირვალედ აწარმოონ გამოძიების პროცესი და დაანახონ საზოგადოებას, თუ საიდან დაასკვნეს, რომ თუნდაც ჩანაწერების გამოქვეყნების ეპიზოდში, აწ უკვე პრემიერის მრჩეველი ხუხაშვილი და მინისტრის მოადგილე ნაცვლიშვილი უდანაშაულონი არიან.

ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დეტალურად გამოიძიონ ის კორუფციული ბრალდებები, რამაც ხვედელიძეს კადრების გამოქვეყნებისაკენ უბიძგა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ ბრალდებების მთავარი ფიგურანტები პრემიერთან განსაკუთრებით დაახლოებული პირები - ნაცვლიშვილი და ხუხაშვილი არიან. სამწუხაროდ, მათ შესახებ გამოძიებას დღემდე კითხვები არ დაუსვამს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52