ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის შს მინისტრის პირველი მოადგილე დააკავეს

, 12 მაისი, 2013 - 17:37

გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2013 წლის 12 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დააკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე.

გამოძიებით დგინდება, რომ გელა ხვედელიძემ, პირადი მოტივით, ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილს ინტერნეტ-ქსელში უკანონოდ გაუვრცელა ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44