გიორგი ვაშაძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

, 12 მაისი, 2013 - 18:48

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. შეხვედრა ასევე დადებითად შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ვაშაძემაც. მისი თქმით, კომიტეტის წევრებისგან საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა, თუ რა მიმართულებით აპირებს ახალგაზრდული საკანონმდებლო ორგანო სამომავლო თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა უმცირესობის წარმომადგენლის აზრი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიმართულებისა და ამ კუთხით ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მოისმინეს. შეხვედრაზე კითხვები ასევე შეეხო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრთან შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრების ინიციატივით, დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51