პრეზიდენტს ჭორვილა ეზიზღება

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 18:50

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ "ილიაუნის" სტუდენტთა ნაწილის აზრით, პრეზიდენტის მიმართ მწვავე კითხვები არ გაჟღერებულა, ნაწილი კი მიიჩნევს რომ ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, პრეზიდენტმა შეხვედრის დაწყებამდე ჭორვილა ძალიან ცუდად მოიხსენია და მის მიერ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.

"სანამ მე შეკითხვას დავუსვამდი, მან გააკეთა კონკრეტული განცხადება, სადაც ახსენა ჭორვილა ძალიან ცუდად და კითხვის დასმამდე მე ვუთხარი, რომ ვარ ამაყი, რომ ვარ ჭორვილელი და ისე არ იყო, როგორც ამბობდა. პრეზიდენტი  ამბობდა, რომ თითქოს ჭორვილაში ხალხი არაფერს აკეთებდა და ბიძინა ივანიშვილი ისე აძლევდა ხალხს ფულს. როცა ვუთხარი, რომ ვამაყობ ჭორვილელი რომ ვარ,  ის გაღიზიანდა და თქვა, რომ მე მეზიზღება ჭორვილა და ჭორვილიზაცია ახსენა კიდევ", - აცხადებს "ილიაუნის" ერთ-ერთი სტუდენტი ნინო კაპანაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53