სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ოფისში ჩატარდება დისკუსია თემაზე "ვის იცავს შრომის კოდექსი"

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 18:45

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ოფისში 15 მაისს 18:30 საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე "ვის იცავს შრომის კოდექსი". დისკუსიაში მომხსენებლის რანგში მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი იურიდიული მრჩეველი ზურაბ სანიკიძე და პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვახტანგ ლეჟავა.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წამომადგენლები და დამსაქმებლები.

პროექტის „დისკუსიები სამუშაო დღის შემდეგ" ფარგლებში ყოველი თვის 15 რიცხვში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე საჯარო დისკუსიები ტარდება.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international), 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „დისკუსიები სამუშაო დღის შემდეგ“, რომლის მიზანია საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. 2013 წლიდან პროექტის პარტნიორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45