მე რომ ალასანიას ადგილზე ვიყო, ცალკე ვიყრიდი კენჭს - თამარ ჩერგოლეიშვილი

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 17:41

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელებას ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ივანიშვილმა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად არაკომპეტენტური და არასტაბილური პერსონა არჩია, რაც, მისივე თქმით, პრემიერის მიერ გავლენის დაკარგვის შიშით არის გამოწვეული.

"ახლა ხუმრობის და ზებრების გარეშე: მგონი ყველასთვის ცხადია, რომ ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად დავით უსუფაშვილი ან ირაკლი ალასანია დაესახელებინა, როგორც მათი პოპულარობის, ისე მათი მსოფლხედველობის გათვალისწინებით. ყველაფერი შედარებითია - ოცნებაში მათზე ძლიერ კანდიდატებს მე ვერ ვხედავდი.

მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა სუსტი, არაკომპეტენტური და არასტაბილური პერსონა არჩია. ამის მიზეზი ისაა, რომ გავლენის დაკარგვის ეშინია. ეჭვიანი კაცია და ეჭვებს ვერ ძლევს.

მე რომ ალასანიას ადგილზე ვიყო, ცალკე ვიყრიდი კენჭს. (ცხადია არ ვარ და არც ვიქნები) - წერს ჩერგოლეიშვილი facebook - ზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45