ენრიკე იგლესიასმა და ანა კურნიკოვამ 12 წლის შემდეგ ქორწინება გადაწყვიტეს

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 17:53

პოპულარული მომღერალი ენრიკე იგლესიასი და ცნობილი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა უახლოეს დღეებში ქორწინდებიან.  მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის ზუსტ თარიღს ამ დრომდე ასაიდუმლოებენ, ცნობილი გახდა  გრანდიოზული ღონისძიების მოწყობის შესახებ, სადაც ცნობილი სახეები არიან მიწვეულები.

 ჩოგბურთელისა და მომღერლის ურთიერთობა თითქმის 12 წლის განმავლობაში გრძელდება, თუმცა  წყვილი არ ჩქარობდა  ურთიერთობების ოფიციალურად დაკანონებას. 

 გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილზე მიწვეულები არიან: მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი,  ფეხბურთელის დევიდ ბექჰემი და მისი მეუღლე ვიქტორია,  სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი ევა ლონგორია და კიდევ სხვა ცნობილი სახეები.

31 წლის ანა კურნიკოვამ სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი დედობისთვის უკვე მზადაა და ასაკიც ხელს უწყობს. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53