ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულთა მშობლები ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 17:24

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული ჩეჩენი და ქისტი ახალგაზრდების მშობლები განმეორებით ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ.

მშობლები აცხადებენ, რომ გამოძიება უკვე მეოთხე დღეა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ხელოვნურად აჭიანურებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის დახმარებით გარდაცვლილთა მშობლებსა და საგამოძიებო ჯგუფთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, როგორც მშობლები აცხადებენ, უშედეგოდ. როგორც მშობლები ამბობენ, თუ მოლაპარაკებები არ შედგება, პროტეტის ნიშნად, სოფელ დუისში გვამების დასაფლავებისა და ასევე დარჩენილ 4 გვამზე ექსგუმაციის ჩატარების საშუალებას აღარ მისცემენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების, მათ შორის, შიმშილობის გამოცხადებასაც გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45