თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 16:07

თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაში არსებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს შორის, უმთავრესია მსხვილი გამწვანებული და რეკრეაციული სისტემის ჩამოყალიბება. გამწვანების პროგრამის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით ჩატარებული სკვერების რეკონსტრუქციის შემდეგ, თბილისის მერია გამწვანების ახალ მასშტაბურ პროექტებზე იწყებს მუშაობას.მიმდინარე პროექტებს შორის მნიშვნელოვანის ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2013 წელს თბილისის უძველესი რეკრეაციული კომპლექსის აღდგენასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, პარკი გასართობ, სპორტულ და საბავშვო ზონებად დაიყოფა. პარკის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი, გასართობი თუ სპორტული ინფრასტრუქტურა, სამკითხველოები, საპიკნიკეები, საჩრდილობლები, სპორტული (ჩოგბურთის, მინიფეხბურთის, კალათბურთის) მოედნები, საველოსიპედე ბილიკები მოეწყობა, აღდგება შადრევანი, რაც სრულყოფილი დასვენებისა და გართობის შესაძლებლობას მისცემს ყველა ასაკის ადამიანს. პროექტის კონცეფციის ძირითადი იდეა არის ის, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებსა თუ ასაკოვან დამსვენებლებს საშუალება ექნებათ ითამაშონ, დაკავდნენ სპორტით, დაისვენონ, წაიკითხონ, დაისვენონ ბალახზე, დატკბნენ ბუნებითა და სიმშვიდით. რეაბილიტირებული პარკი მაქსიმალურად დატვირთული იქნება სივრცითა და კომფორტული ლანდშაფტით. ვაკის პარკი კვლავ გახდება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო, სრულყოფილ და უსაფრთხო დასასვენებელი ზონა.

ვაკის პარკში დაგეგმილ სამუშაოებსა და რეაბილიტაციის პროექტზე დღეს, ვაკის რაიონის გამგებელმა ბაჩო დოლიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ქორქაშვილმა ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52