10 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 15:16

გურჯაანის რაიონის პოლიციამ 10 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული 45 წლის მამაკაცი დააკავა. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უახლოეს საათებში წარედგინება. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის განცხადებით, გამოძიება ეჭვმიტანილს 14 წლამდე მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას ედავება. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51