ინგა გრიგოლიას შვილის თქმით, მის მიერ სამსახურის დაწყების მცდელობა დედამისზე შეტევით დაიწყო

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 15:26

facebook-ის საკუთარ გვერდზე  ინგა გრიგოლიას შვილმა მარიამ ჭითანავამ, საპასუხო წერილით მიმართა "ცილისმწამებლურ კამპანიის წარმომადგენლებს", რომლებმაც მისი შსს-ში თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსი" მარიამ ჭითანავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პასუხი იმ მორიგ ცილისმწამებლურ კამპანიაზე,რომელიც ამ დღეებში ააგორეს დედაჩემის წინააღმდეგ, ამჯერად ჩემზე შეტევით და გადავწყვიტე მაინც დავწერო....მათ გასაგონად, ვინც ამ დღეებში ისტერიკა მოაწყო, თითქოს ინგა გრიგოლიას შვილი(ანუ -მე) რაიმე თანამდებობაზე დაინიშნა შსს-ში - დამშვიდდით,  დაწყნარდით - არსად არ დავნიშნულვარ და ტყუილად ნუ ცდილობთ კიდევ ერთხელ იერიში მიიტანოთ ინგაზე.!!!!პირველ რიგში, მე ვარ ზრდასრული და დამოუკიდებელი მარიამ ჭითანავა და არ ვთვლი,  რომ ჩემი ერთადერთი პლუსი მხოლოდ ინგა გრიგოლიას შვილობაა. დამთავრებული მაქვს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი - კავკასიის სამართლის სკოლა და ჩემი სპეციალობით, ნამდვილად მინდოდა სამსახურის დაწყება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პოზიციიდან - თანაშემწეობიდან. გასაუბრებების შემდეგ ველოდი პასუხს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ამ წუთამდეც არავის დავუნიშნივარ არსად....ვინაიდან ჩემს მიერ სამსახურის დაწყების მცდელობის გამო ისევ დედაჩემზე დაიწყო შეტევა, ჯერჯერობით საერთოდ აღარ ვაპირებ ვეძებო სამსახური ჩემი საყვარელი სპეციალობით((((((არავის მივცემ უფლებას, დედაჩემი დააყენონ ჩემს გამო დარტყმის და ცილისწამების ქვეშ...საოცარია-როგორც ჩანს, ინგა გრიგოლიას შვილობა იმას ნიშნავს, რომ მე სამსახურის უფლება, თუნდაც ძალიან დაბალ პოზიციაზე., ჩემი პროფესიით, ჩემივე ქვეყანაში არ მაქვს(((((-არ მეგონა თანაშემწეობის მცდელობა ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის მიზეზი თუ გახდებოდა...ამ დღეებში რაც ჩემზე დაიწერა და ატყდა, გული მეტკინა...ძალიან მეტკინა და სამსახურის დაწყების სურვილიც გამიქრა. როდემდე გასტანს ჩემი ეს მდგომარეობა, არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს გეგმებზე ხელი ჩავიქნიე. ჩემს დედიკოს კი ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ ახალი გადაცემის დაწყებაში))))))))) ინგა მიყვარხარ".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45