ნაციონალური მოძრაობა უკანონოდ დანიშნული გამგებლების საქმის გამოძიებას ითხოვს

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 14:49

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებსა და სასამართლოს მიმართავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო  უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში გამგებლები მოვალეობას უკანონოდ ასრულებენ.

"მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები ამ უკანონო გამგებლების წინააღმდეგ, თუ რატომ ხდება კანონის მოთხოვნების შეუსაბამოდ მათი დანიშვნა და შემდგომ საქმიანობის განხორციელება. ამასთან, მივმართავთ სასამართლოებს და მოვითხოვთ გამგებლების შეცვლას და მათი სტატუსის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. ასევე მოვითხოვთ იმ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას, რომელიც მათ მიერ იქნა გამოცემული", -  განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45