შსს-მ დაჭრასა და ძარცვაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 14:34

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს და ჩოხატაურის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა მ. ორი ადამიანის დაჭრისა და ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა 3 მაისს ქალაქ ოზურგეთში, აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, „მაკაროვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით რევაზ მახარაძე და გელა კობალაძე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა წარსულში ოზურგეთის პურის ქარხნიდან დანის მუქარით 600 ლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ზაზა მ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ჩოხატაურში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი"-ს ტიპის პისტოლეტის 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების და ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 118-ე, 236-ე, 178-ე მუხლებით).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45