"ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატს რამდენიმე საათში დაასახელებს

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 11:43

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. კოალიციის პოლიტსაბჭო ამ საკითხზე მსჯელობას რამდენიმე საათში დაიწყებს. პოლიტსაბჭო 14:30 საათზაე სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეიკრიბება.

კოალიციის პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან. პრემიერისა და უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გაიმართება. საპრეზიდენტო კანდიდატი კი ამის შემდეგ დასახელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53