სააკაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან აქციის ფონზე მიმდინარეობს

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 13:41

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციაზე პოლიციის განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული და უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

შენობის მიმდებარედ კორდონია გაკეთებული.

როგორც "ჯეონიუსის" კორესპონდენტი იუწყება,  უნივერსიტეტთან პრეზიდენტის გამოჩენას სტუდენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი შენობაში არ შეუშვეს, სტვენით და სხვადასხვა შეძახილებით შეხვდნენ.

ასევე აქციაზე იმყოფება პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე, რომლის მხრიდანაც ისმოდა შეძახილები სააკაშვილის წინააღმდეგ და სააკაშვილს "მილიარდების შეჭმაში" ადანაშაულებს.

შეგახსენებთ,რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს  ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და მედიის წარმომადგენლები არ ესწრებიან .

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45