ვისოლი კორპორაცული მომხმარებლისთვის GoLive ავტოპარკის მართვის განახლებული სისტემის პრეზენტაციას მართავს

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 13:31

ვისოლმა „შატო მუხრანში“ წარმატებული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებისათვის GoLive ავტოპარკის მართვის განახლებული სისტემის პრეზენტაცია გამართა. ავტოპარკის მართვის სატელიტური სისტემა GoLive, რომელიც საწვავის  ხარჯის 20-30%-ით შემცირების საშუალებას იძლევა სულ უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. GoLive-ის განახლებული სიტემის გარდა, ვისოლმა კორპორაციული მომხმარებლისთვის ავტომომსახურების ცენტრის „ვიანორის“ ექსკუზიური პროდუქტების - ფრანგული „ტოტალისა“ და „შევრონის“ საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების პრეზენტაცია გამართა და „ვისოლ ჯგუფის“ სიახლეებიც გააცნო.

„გააქტიურებული ეკონომიკური საქმიანობისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, მოთხოვნა GოLივე სისტემაზე, რომელიც საწვავის ხარჯის შემცირების უნიკალური საშუალებაა, დღითიდღე იზრდება. ვისოლი კი, როგორც საზოგადოებასა და ერთგულ მომხმარებლებზე მზრუნველი ინოვატორული კომპანია GoLive სისტემის განახლებული ანგარიშებით საწვავის ხარჯის შემცირების დამატებით საშუალებებს მუდმივად ქმნის”, - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

GoLive სისტემით მომხმარებელს საშუალება აქვს სრულყოფილად აკონტროლოს საკუთარი ავტოპარკის ადგილმდებარეობა, მოძრაობის სიჩქარე, განვლილი კილომეტრაჟი, მოძრაობა–გაჩერების დრო და მიიღოს ანგარიში ავტომანქანის ავზში საწვავის ჩასხმისა და ავზიდან საწვავის ამოღების შესახებ.Aამას გარდა, მომხმარებელს საშუალება აქვს აკონტროლოს ავტომობილში ზეთის შეცვლის რეკომენდებული ვადები და სხვა ნებიემიერი გეგმიური პროცედურები, საკომპანია ვისოლი GoLive სატელიტურ სისტემას 2009 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს და დღემდე მას საქართველოს ბაზარზე ანალოგი არა აქვს.

ავტოპარკის მართვის სატელიტური სისტემით GoLive დღესდღეობით უკვე ვისოლის 2000-მდე კორპორაციული კლიენტი სარგებლობს. ვისოლს პლასტიკური ბარათებით კორპორაციული კლიენტების მომსახურების 12-წლიანი გამოცდილება აქვს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54