საავტორო უფლებათა ასოციაციის მორიგი საერთო კრება გაიმართება

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 13:21

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მორიგი საერთო კრება 11 მაისს, 14:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება. კრებას დაესწრებიან კომპოზიტორები, რეჟისორები, მწერლები, მხატვრები და ასოციაციის სხვა წევრები.

კრებაზე საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე წარადგენს 2012 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომლის დამტკიცების მიზნითაც ჩატარდება კენჭისყრა. კრებაზე წევრებს ეცნობებათ საზოგადოების მომავალი სტრატეგიული გეგმების შესახებ. დამსწრე საზოგადოება მოისმენს ასოციაციის წევრთა მოხსენებებს, განხორციელებული საქმიანობის, არსებული პრობლემატიკის და მისი გადაჭრის გზების შესახებ.

კრებაზე ასევე შეჯამდება 2012 წლის საქმიანობის შედეგები. დაინტერესებული პირები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ასოციაციის მიერ 2012 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის, მათ შორის გაცემული ლიცენზიების, შეგროვებული და ავტორებზე განაწილებული ჰონორარების რაოდენობის, საავტორო უფლებათა დარღვევების გამოვლენის, სასამართლოში საქმეთა წარმოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. წლიური შედეგების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში ბეჭდური სახითაც გამოქვეყნდება.

ასევე შედგება “ავტორის უბის წიგნაკის” პრეზენტაცია. უბის წიგნაკები საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ავტორთა უფლებების უკეთ უზრუნველყოფის და საავტორო უფლებების დაცვის საქმეში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, ასოციაციის მიერ, გერმანიის საერთშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭრით გამოიცა. უბის წიგნაკებში დეტალურად არის განმარტებული ავტორთა უფლებები და მისი დაცვის არსებული მექანიზმები. უბის წიგნაკები ავტორებს უსასყიდლოდ გადაეცემათ, რაც მათ ხელს შეუწყობს საკუთარი უფლებების უკეთ რეალიზებასა და დაცვაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45