დავით ნარმანია და დავით შერვაშიძე ტირიფონში მაგისტრალური არხის გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 23:16

გორის რაიონში სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, 11 მაისს 12 საათზე,  სოფელ ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი გაიხსნება.

გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, USAID -ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე როი პლაკნეტი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა დაესწრებიან. 

კონფლიქტის ზონაში ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 13 მლნ. 365 ათასი ლარია. სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. სამუშაოებზე ასამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

სალთვისისა და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარს მიუყვება. კერძოდ, ტირიფონის მაგისტრალური არხი ოკუპირებულ ტერიტორიას სამჯერ კვეთს. სწორედ ამიტომ სამუშაოები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. პროექტს კონფლიქტურ ზონაში ქართული სამშენებლო კომპანია შპს ,,მშენებელი 80“ ახორციელებს.

ტირიფონის მაგისტრალური არხის გახსნის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 23 სოფლის 5000 ჰექტარი მიწა მოირწყვება, აქედან 5 ოსური სოფლის - ზემო არცევის, გოიაანთკარის, ოტრევის, მაქსიაანთ უბნისა და წინაგარის დაახლოებით 700 ჰექტარი სასოფლო-სამურნეო ფართობი სარწყავი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ტირიფონის მაგისტრალურ არხში წყალი მდინარე პატარა ლიახვიდან ჩაედინება.

სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 8500 ჰექტრამდე 14 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა, კარალეთი.

სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 9700 ჰექტრამდე 16 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყელქცეულა, შინდისი, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა, დირბი, დვანი, ტახტისძირი.

2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დეფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა, რის გამოც უწყლოდ დარჩენილ სოფლებში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი გახდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად აღდგება.

ამ დროისთვის სამუშაოების შედეგად სალთვისისა და ტირიფონის 16 კმ-ნი მაგისტრალური არხი უკვე გაწმენდილია. სწორედ რამდენიმე თვიანი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი სარწყავი სისტემის გახსნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45