შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღო

შაბათი, 11 მაისი, 2013 - 00:10

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული მანუჯი ს. და 1966 წელს დაბადებული ტიგრან პ. საბაჟო წესების დარღვევისათვის დააკავეს.

დაკავებულებმა ნინოწმინდის რაიონის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნივთები შემოიტანეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უკანონოდ შემოტანილი საიუველირო ნივთები 229,73 გრ ოქროს სხვადასხვა ნაკეთობაა.

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214–ე მუხლის მე–5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს). გამოძიებას შსს–ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45