ირაკლი ალასანია სტამბულში IDEF 2013-ის გამოფენას დაესწრო

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 17:57

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  სტამბულში მე-11 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას „IDEF 2013“ დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი 49 ქვეყნის 800 ადგილობრივი და უცხოური კომპანიის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და სხვა სახის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას გაეცნო და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების და პროგრამების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

გამოფენა თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ღონისძიებას სამხედრო სამრეწველო კომპანიების გარდა, 66 ქვეყნის 335 მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო ოფიციალური პირი დაესწრო, მათ შორის 27 თავდაცვის მინისტრი და 2 გენერალური შტაბის უფროსი. საკმაოდ წარმომადგენლობითი ღონისძიება აზრთა გაზიარებისათვის და მნიშვნელოვანი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად საუკეთესო ადგილია. საერთაშორისო გამოფენა ასევე, მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს რეგიონალური თანამშრომლობის და სამხედრო მრეწველობის განვითარებისათვის.

მე-11 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შრი-ლანკას დელეგაციასთან და თურქ კოლეგასთან ისმეთ ილმაზთან გამართა შეხვედრა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თურქეთ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო ურთიერთობა თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის სამხედრო განათლებას, ლოგისტიკურ, სამხედრო-ტექნიკურსა და სხვა სფეროებს. შეხვერაზე საუბარი შეეხო ასევე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენატ რაუფ აკბაშთანაც გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის სამხედრო საგანმანათლებლო სასწავლებლების განათლების სისტემის შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45