ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 17:21

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. შეხვედრაზე სავალუტო ფონდის წარმომადგენლები გაეცნენ საპარტნიორო ფონდში ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტებს. 

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მარკ გრიფიტსთან დეტალურად იქნა განხილული საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე სუვერენული ფონდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხები. სავალუტო ფონდი აქტიურადაა ჩართული იმ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში, რომელთა საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბდეს სუვერენული ფონდი. შესაბამისად, კოვზანაძემ და გრიფიტსმა ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესი მიმოიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო სუვერენული ფონდის სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოების დაკომპლექტების წესებსს და ფონდის მიერ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მეთოდებსა და კრიტერიუმებს.

საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე სუვერენული ფონდის ჩამოყალიბება წლის განმავლობაში იგეგმება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53