საპატრულო პოლიციელებს უნიფორმებზე სამეთვალყურეო ვიდეოკამერა დაუმონტაჟდებათ

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 18:59

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2900 ცალი უნიფორმაზე სატარებელი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის შეძენის შესახებ ტენდერი 7 მაისს გამოაცხადა. აღნიშნული ვიდეოკამერები გათვალისწინებულია საპატრულო ეკიპაჟებისა  და პატრულ-ინსპექტორებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ვიდეოკამერების შეძენის ტენდერი ღიად და გამჭვირვალედ ტარდება. პატრულ-ინსპექტორების კამერებით აღჭურვის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება, ხოლო მედიისთვის პრეზენტაცია ჩატარდება.

ვიდეოკამერები გამოიყენება საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისათვის, ადამიანის უფლებების დაცვის საიმედოობის ამაღლებისათვის, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში პატრულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შეფასებისთვის. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვიდეოკამერების გამოყენებისას, მოქალაქე დაუყოვნებლივ იქნება გაფრთხილებული პატრულ-ინსპექტორის მიერ.

მუშაობის ეს მეთოდი წლების განმავლობაში აპრობირებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.

აღნიშნული სიახლე ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს მოქალაქისა და პატრულის ურთიერთობას, ვინაიდან კამერების ჩანაწერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ორივე მხარისათვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45