პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 18:39

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , პრეზიდენტმა  ვეტოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება "სამოქალაქო კოდექსში" შესატან იმ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოიყენა, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირებს ეცვლებათ სამართლებრივი ფორმა და შესაძლებელი ხდება მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა.

პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. საუბარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო აქტსა და საკანონმდებლო ნორმას შეაჩერებს, საბოლოო გადაწყვეტილება მან 30 კალენდარულ დღეში უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – 31-ე დღიდან შეჩერებული ნორმები ამოქმედდება.

 ცვლილება პირდაპირ უკავშირდება "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ მას მოწინააღმდეგე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ხოლო სასამართლო კანონის მოქმედებას შეაჩერებს.

ორივე კანონი პარლამენტმა, სამივე მოსმენით, უმცირესობის გარეშე მიიღო. უახლოეს დღეებში პარლამენტი ამ კანონებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით მიიღებს, რის შემდეგაც პროცედურები დაიწყება.

უმრავლესობა აცხადებს,  რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება და ორივე კანონი ცვლილებებით, მათ შორის განათლების შესახებ, ამოქმედდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45