ლადო ბედუკაძემ ციხის კადრები ჯერ ბურჯანაძეს შესთავაზა, შემდეგ კი ივანიშვილს 2 მილიონად მიჰყიდა

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 18:14

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ციხის კადრები მის გამოქვეყნებამდე სამი თვით ადრე ჰქონდა.

" ეს კადრები ლადო ბედუკაძემ ივანიშვილს 2 მილიონად მიჰყიდა, ბედუკაძემ ეს კადრები ჯერ კიდევ 2011 წელს პარტია „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შესთავაზა 400 ათასად, თუმცა ბურჯანაძეს ფული დაენანა. ამის შემდეგ ბედუკაძემ კადრები უკვე 600 თუ 700 ათასად შესთავაზა ლონდონში მცხოვრებ ყოფილ მაღალჩინოსანს, თუმცა არც მან შეიძინა", -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მათი მთავარი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ციხეები ლადო ბედუკაძისნაირი „სადისტებისგან“ არ გაწმინდეს.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში გამოქვეყნდა ციხის შემზარავი კადრები, სადაც ნაჩვენები იყო პატიმრების ცემისა და გაუპატიურების კადრები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44