პროქტოლოგის აზრით, ცოცხებით მსგავსი ქმედების ჩადენა ფიზიოლოგიურად შეუძლებელია - მიხეილ სააკაშვილი

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 17:59

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ციხის კადრები, რომლებიც სექტემბრის მეორე ნახევარში გავრცელდა, დამონტაჟებული იყო. ამის შესახებ სააკაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, კადრების პირველად ნახვის შემდეგ ისიც შოკირებული იყო, თუმცა შემდეგ მას რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ დაანახა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ეს კადრები დამონტაჟებულია.

„ძალიან ადვილი სანახავია. ლიფონავამ პირდაპირ ხაზებით ამიხსნა. მეორეჯერ, რომ ნახავ, მართლა ხვდები, რომ ასეა. მაგრამ ძალადობა იყო და ასეთ სადისტებს ჰქონდათ თავისუფლად მოქმედების საშუალება, მე მესაუბრა ჩემი მეგობრის დედა, რომელიც პროფესიით პროქტოლოგია და მითხრა, რომ ცოცხთან დაკავშირებული ვიდეოც მონტაჟია, ვინაიდან ფიზიოლოგიურად ამის განხორციელება შეუძლებელია", -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54