მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩა

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 17:39

სტუდენტებთან დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა - ამდენ ახალგაზრდას ნამდვილად არ ველოდი და გამიხარდა, რომ დაინტერესება ძალიან დიდი აღმოჩნდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"სტუდენტებთან დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა - ამდენ ახალგაზრდას ნამდვილად არ ველოდი და გამიხარდა, რომ დაინტერესება ძალიან დიდი აღმოჩნდა. ასეთი თბილი და შინაარსიანი შეხვედრა ახალგაზრდებთან დიდი ხანია არ მქონია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და შეკითხვები ყველა მიმართულებით დაისვა. მახარებს, რომ სტუდენტების დონე ყოველწლიურად იზრდება. ჩემო ძვირფასებო, მადლობას გიხდით იმ კეთილგანწყობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ, მათ შორის, იმ რამდენჯერმე დაკრული ტაშისთვის, რომელიც არ მგონია, რომ ჯერ ბოლომდე დავიმსახურე. ასევე მადლობელი ვარ იმ მცირე ჯგუფისაც, რომელიც შეხვედრაზე თავიდანვე პროტესტის გამოსახატად, პლაკატებით და სასტვენებით იყო მოსული. მთელი შეხვედრის განმავლობაში მათ ხელი არ შეუშლიათ და შეკითხვებსაც კი სვამდნენ. ის, რომ დარბაზი მათ მხოლოდ დასასრულისკენ დატოვეს, იმის მანიშნებელია, რომ ჩემმა საუბარმა ისინიც დააინტერესა", - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თსუ-ს სტუდენტებს დღეს შეხვდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44