პროკურატურამ მიწების თაღლითურად დაუფლებისთვის რამდენიმე პირი დააკავა

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 17:33

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოსა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი  მიწების თაღლითურად დაუფლებისთვის, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილე თემურ ტაბატაძეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ბრალად ედებათ ყალბი დოკუმენტების დამზადებით და გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის დაუფლება.

გამოძიებით დადგინდა, რომ თემურ ტაბატაძემ არჩილ ხარშილაძესთან და თამაზ აბესაძესთან ერთად, სახელმწიფო ქონების დაუფლების მიზნით, სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტები დაუმზადა ნაზიკო აფციაურს, მანსურ ნამაზოვს, რამინ მუსაევს, გაბილ ჯულფაევსა და შურა ორუჯოვს. დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის გზით, აღნიშნული პირები მარნეულის რაიონში 130.4 ჰექტარ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ. მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით წარედგინათ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, შვიდ პირს პატიმრობა, ხოლო შურა ორუჯოვს გირაო- 5 000 ლარი შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44