GSMEA-ს საგადასახადო კომიტეტი ინიციატივით გამოდის

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 15:14

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის საგადასახადო კომიტეტმა, მისი წევრების პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და კვების მომსახურების სფეროს დარგობრივი შესწავლის შედეგად, გამოავლინა, რომ ამ დარგისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია კვების მომსახურებისთვის საჭირო ნედლეულის ხარჯებში გამოქვითვის წარმოება.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მეწარმეები ძალიან დიდ დროს და რესურს ხარჯავენ, რომ განსაზღვრონ კვებისთვის საჭირო თითოეულ მზა პროდუქციაში შემავალი ნედლეულის რაოდენობა და მიუხედევად მათი ძალისხმევისა, ზუსტი შედეგის მიღწევა მაინც შეუძლებელია. შედეგად, წარმოიშვება ზედმეტობა და დანაკლისი, რაც საგადასახადო შემოწმების დროს დაჯარიმების ძირითადი მიზეზი ხდება.

საგადასახადო რისკების შემცირება, ამ სფეროს მეწარმეებს გამოუთავისუფლებს დიდ რესურს, რომელსაც მოახმარენ თავისი ბიზნესის განვითარებას. ამ მიზნით GSMEA-ს საგადასახადო კომიტეტმა შეიმუშავა ინიციატივა, რომლის მიხედვით მეწარმეები ნედლეულის გამოქვითვას შეძლებენ მარტივად მათი პერიოდული აღწერის/ინვენტარიზაციის საფუძველზე.

საგადასახადო კომიტეტმა განახორციელა დარგობრივი შეხვედრები კვების მომსახურების სფეროში მოღვაწე ბიზნესის გარკვეულ ნაწილთან (ძირითადად რესტორნები და სასტუმროები), რომელთა წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის მიერ შემუშავებულ ინიციატივას და დაადასტურეს მისი აქტუალურობა.

ოფიციალური წერილის სახით პროექტი სახელად „პერიოდული აღრიცხვა“, განსახილველად გადაგზავნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილება/დამატებების შეტანას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52