დავით სერგეენკო მედიკოსების ანაზღაურებით უკმაყოფილოა

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 16:21

ჯანდაცვის მინისტრო დავით სერგეენკო მედპერსონალის სახელმწიფო ანაზღაურებით უკმაყოფილოა. მინისტრი აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში მედიკოსების ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

 მისი განცხადებით, მინიმალური სახელფასო ანაზაურების საერთაშორისოდ მიღებული კონცეფცია არსებობს და სამინისტრო ამ პრაქტიკის საქართველოში დანერგვაზე მუშაობს.

„როდესაც ნოემბერში ვთქვი, რომ არ შეიძლება ექიმი ან ექთანი მთელი თვის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობდეს და თვის ბოლოს 80 ლარს იღებდეს და ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს კანონმა, დავიმსახურე, ასე ვთქვათ, „რისხვა“ ექსპერტების მხრიდან -კერძო ბიზნესს ზღუდავო. უკაცრავად ყველა ექსპერტთან, მაგრამ ამ ფულს სახელმწიფო იხდის ავადმყოფის მკურნალობაში და არა კერძო ბიზნესის გამყარებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს მფლობელი  ინვესტორი ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ამიტომ ხელშეკრულების ვადის გასვლის მერე მასთან სავარაუდოდ ხელშეკრულება გაუქმდება.

მინისტრმა მარიხუანის ლეგალიზციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით ეს საკითხი არსებული სტატუსის გადახედვას საჭიროებს, თუმცა უახლოეს მომავალში საქართველოში მარიხუანა არ გაიყიდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44