ბანგლადეშში დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 15:24

ბანგლადეშში დაღუპულთა რიცხვმა უკვე 1000-ს გადააჭარბა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ფაბრიკის ჩამონგრევის შედეგად 2500 ადამიანი დაშავდა. მაშველებმა უმეტესობის გადარჩენა მოახერხეს. დაღუპულთა უმრავლესობა ფაბრიკაში მომუშავე ქალია.

უამრავი ადამიანი ოჯახის წევრის მიგნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

სამაშველო სამუშაოები შეძლებისდაგვარად ხელით ტარდება, თუმცა დღის ბოლოს მაშველები ნანგრევების ბულდოზერებით გაწმენდას დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ბანგლადეშში 24 აპრილს სახლის ჩამონგრევის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა.

ასევე გაირკვა, რომ დანგრეული შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამისი მიზეზი კი მისი მფლობელის მიერ ნაგებობის გაფართოების მიზნით დაწყებული უკანონო მიშენებები გახდა. ის ბანგლადეშის პოლიციამ უკვე დააკავა და ბრალი 7 მუხლით წაეყენა. მას გულგრილობასა და მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44