წინასაარჩევნოდ ბიზნესის, ეკონომიკის, დასაქმების კუთხით გაცემული დაპირებები წარსულს ჩაბარდა - ფიქრია ჩიხრაძე

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 15:31

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ ფიქრია ჩიხრაძემ ახალი ხელისუფლების 7-თვიანი მოღვაწეობა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა და ეკონიმიკის სფეროში არსებულ სერიოზულ სტაგნაციაზე ისაუბრა.

ჩიხრაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებული ბიზნეს-ტერორის პრაქტიკა შეწყდა, თუმცა ამ სფეროს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ სრულიად გაურკვეველ და არაპროგნოზირებად ვითარებაში. ასევე, მისი განცხადებით, შემაშფოთებლად შემცირებულია პირდაპირი ინვესტიციები და ბიზნესში აღარ არის პოზიტიური მოლოდინი.

„ბიზნესის პასიურობა ნიშნავს იმას, რომ არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები; მცირდება მთლიანი შიდა პროდუქტი; მცირდება საბიუჯეტო შემოსავლები; არ იზრდება ეკონომიკური მაჩვენებლები. მმართველმა კოალიციამ ღიად განაცხადა, რომ ის მემარცხენე პოლიტიკის გზას ირჩევს. ეს იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ბიზნესის, ეკონომიკის, დასაქმების კუთხით გაცემული დაპირებები წარსულს ჩაბარდა“ , - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მემარჯვენეების ლიდერი ქვეყანაში საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გაურკვეულობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში პროცესი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ცალმხრივი ინიციატივებისა და ინერციის გზით მიდის, სამაგიეროდ, მისივე თქმით, გამალებული მუშაობაა ისეთ თემებზე, რომლებიც ღიად განიხილება საქართველოს მხრიდან რუსეთის წინაშე დათმობების კონტექსტში.

მემარჯვენეების ლიდერი მმართველ კოალიციაში გუნდურ გადაწყვეტილებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს არის „გუნდი“, სადაც მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის, ვინ იქნება კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, დანარჩენები კი მარჩიელობენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45